ფეხბურთი

14:00 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანოლასმა “რომას” მიაშურა

საბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი კოსტას მანოლასი “რომაში” ითამაშებს

“რომას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანოლასის სანაცვლოდ რომაელებმა ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” 13 მილიონი ევრო გადაუხადეს. გარდა ამისა, კიდევ ორ მილიონს პირეოსელები ბონუსების სახით მიიღებენ. მანოლასი “ოლიმპიაკოსში” 2012-2014 წლებში თამაშობდა და 49 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საბერძნეთის ეროვნულ გუნდში მას 13 შეხვედრა ჩაუტარებია.

0.117757