“მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “სპორტინგის” ორ ფეხბურთელს აკვირდება. Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერელთა ინტერესის სფეროში 25 წლის ბრაზილიელი მცველი მაურისიუ და 19 წლის პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი კარლოს მანე მოექცნენ.
“მანიუს” სამწვრთნელო შტაბის კარკოს მანეთი დაინტერესების შესახებ ბრიტანულმა სააგენტოებმა შარშანაც დაწერეს, მაგრამ მაშინ საქმე სატრანსფერო მოლაპარაკებამდე არ მისულა. მხარეებს შორის ოფიციალური საუბრის დაწყების თაობაზე ამჯერადაც ჯერ არსად არაფერი თქმულა.