ფეხბურთი

14:05 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანგალასთვის ბრძოლა გაჩაღდა

პორტუგალიური “პორტუს” მცველი ელიაკიმ მანგალა ერთბაშად რამდენიმე ძლიერი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. RMC-ს ცნობით, 22 წლის ფრანგის მსურველთა სიაში “მონაკო”, პსჟ და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან.

სავარაუდოდ, პსჟ და “მონაკო” მცველის სამშობლოში დასაბრუნებლად მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ხსენებულ კლუბებს მანგალას შეძენა იანვრის სატრანსფერო სეზონშივე სურთ.

მოსალოდნელი ტრანსფერის ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. საგულისხმოა, რომ თავად მანგალას “პორტუდან” აბარგების სურვილი არ აქვს.

 

0.120697