“პორტუს” ფრანგი ცენტრალური მცველი ელიაკიმ მანგალა აცხადებს, რომ ის პორტუგალიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
“პორტუში” დარჩენა მინდა. მიმდინარე წელი ჩემთვის წარმატებულია. ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვე და ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოვიგე. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი მქონდა.
“პორტუ” ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია. ამ გუნდში წარმატებით თამაშის წყალობით ეროვნული ნაკრების წარმომადგენელთა ყურადღება მივიქციე.
მზად ვარ, “პორტუში” მომავალშიც ვითამაშო და ამ გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო.” – ციტირებს მანგალას სიტყვებს Goal-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი უკანახაზელის შეძენით დაინტერესებულნი “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “ბარსელონა” არიან.