ფეხბურთი

17:28 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩს ლონდონში ელიან

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდ მარიო მანჯუკიჩს მსურველები ლონდონში გამოუჩნდნენ. ბრიტანული მედიის ცნობით, 28 წლის ხორვატის შეძენა “არსენალს” და “ჩელსის” სურთ.

მანჯუკიჩის ტრანსფერი სტამბულის “გალათასარაისაც” სურდა, მაგრამ თავდამსხმელისთვის პრიორიტეტული წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებია. მით უფრო, რომ მას სამსახურს “არსენალი” და “ჩელსი” სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, მანჯუკიჩმა “ალიანს არენადან” აბარგების სურვილი ღიად დააფიქსირა. ხორვატი “ბაიერნის” თავკაცის – პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის.

 

0.117087