“მილანის” ინტერესთა სფეროში მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი მოექცა. “კიკერის” ცნობით, “როსონერი” 28 წლის ხორვატს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მარიო ბალოტელის გაყიდის.
“სუპერ მარიოს” “სან სიროდან” აბარგების შესახებ ევროპულ მედიასაშუალებებში აქტიურად საუბრობენ. იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში გეგმავს დაბრუნებას. ბალოტელის შემცვლელად, მილანელები მანჯუკიჩს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ხორვატს ლონდონური კლუბები – “არსენალი” და “ჩელსიც” უმიზნებენ.