თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან, მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი “ვოლფსბურგის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, 28 წლის ხორვატს გერმანიის ბუნდესლიგაში დარჩენა სურს და არც ყოფილ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგია. მეტიც, მანჯუკიჩს “მგლებთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.
სავარაუდოდ, “ვოლფსბურგს” ხორვატი ფორვარდის დაბრუნება 30 მილიონი ევრო დაუჯდება. მოგეხსენებათ, მანჯუკიჩი “ვოლფსბურგიდან” “ბაიერნსი” 2012 წლის ზაფხულში გადაბარგდა. “ბაიერნმა” თავდამსხმელში 13 მილიონი დოლარი გადაიხადა.