ფეხბურთი

15:03 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩი ვარჯიშს 22 სექტემბრიდან განაახლებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" წაგებულ მატჩში (2:3) ხორვატმა ცხვირი გაიტეხა. ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჯუკიჩი თამაშს ორი კვირა ვერ შეძლებდა, თუმცა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თავდამსხმელს ვარჯიშის განახლება ორშაბათიდან შეეძლება.

ხორვატმა ფორვარდმა, შესაძლოა 27 სექტემბერს, "სევილიის" წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრაში მონაწილეობა დამცავი ნიღბის საშუალებით შეძლოს.

გიორგი ბალახაძე

0.118383