მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო მანჯუკიჩის შესაძენად მილანის “ინტერიც” იბრძოლებს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
ხორვატიის ნაკრების მეგოლეს მსურველები მრავლად ჰყავს – მისი შეძენა ლონდონის “არსენალს”, “მილანს”, მადრიდის “რეალსა” და “ვოლფსბურგს” სურთ. ამგვარად, “ინტერს” “ბაიერნის” თავდამსხმელის დასაყოლიებლად დიდი ბრძოლა მოუწევს.
ცნობისათვის, მანჯუკიჩმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი მიითვალა.