მოსკოვის “სპარტაკის” ხელმძღვანელებს გუნდის მთავარ მწვრთნელად იტალიელი რობერტო მანჩინის მიწვევა განუზრახავთ. ეს გადაწყვეტილება მათ ევროპის ლიგის პლეი ოფში, შვეიცარიულ “სენტ გალენთან” წაგების (2:4) შემდეგ მიიღეს – გვამცნობს Sky Italia.
ჯერჯერობით მოსკოველთა დამრიგებელი კვლავ ვალერი კარპინია. “სპარტაკის” თავკაცები კი მანჩინისთან დაკავშირებას და ხელფასის თაობაზე მოლაპარაკებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის რობერტო მანჩინი გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს “მანჩესტერ სიტიდან.”