ფეხბურთი

22:27 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: “სიტი” მოლაპარაკებებს გვარდიოლასთან და ანჩელოტისთან აწარმოებდა”

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი “ქალაქელებიდან” მის დათოხვნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინგლისური კლუბის წარმომადგენლები, მისი გუნდში მუშაობის დროს, სხვა სპეციალისტებთან მოლაპარაკებებს ფარულად აწარმოებდნენ.

“ფეხბურთში ბევრ ადამიანს ვიცნობ. ჩემი დათხოვნის შემდეგ შევიტყვე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა, ჩემს ზურგს უკან, 3-4 სპეციალისტთან მოლაპარაკებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა. ვიცი, რომ ხოსეპ გვარდიოლასთან და კარლო ანჩელოტისთან დიალოგი შედგა.

ამ ყველაფერს ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებიც ინგლისის თასის ფინალის წინ ჩემთან ერთად სადილობდნენ. ისინი ისევე მოიქცნენ, როგორც იუდა. ხალდუნ ამ მუბარაქს 100%-ით ვენდობით, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სხვა მეგობრებს ენდო.

ზოგიერთ ადამიანს ყველაფრის პირადად თქმის გამბედაობა არ ჰყოფნის. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა ჰალდუნი. სწორედ ამიტომ, სეზონის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე თანამდებობიდან გამათავისუფლეს.” – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Gოალ-ი.

ცნობისთვის, ხალდუნ ამ მუბარაქი “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტია.

0.114164