“მანჩესტერ სიტის" ყოფილი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ მარიო ბალოტელი ოპონენტების მხრიდან წამოსულ პროვოკაციებს თავშეკავებით უნდა შეხვდეს.
"მილანის" თავდამსხმელმა "ნაპოლის" წინააღმდეგ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. იტალიის სადისციპლინო კომიტეტმა კი “სუპერმარიო” დასაჯა და იტალიელი მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. მანჩინის განცხადებით, ბალოტელი დისციპლინას უნდა დაემორჩილოს, რათა გუნდს პრობლემები არ შეუქმნას.
"თუ მარიომ გადაწყვიტა ჭკვიანურად მოქცევა, მას დაპირება უნდა შეესრულებინა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყო. მასიმილიანო ალეგრი ბალოტელისთან კარგად მუშაობს? ვიტყოდი რომ კი, თუმცა ყველამ იცის რამდენად რთულია მარიოს მორჯულება" - განუცხადა La Gazzetta dello Sport-ს იტალიელმა სპეციალისტმა
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი იტალიელთან ერთად "ინტერსა" და "სიტიში" მუშაობდა და ბალოტელის ფსიქოლოგია კარგად იცის.
გიორგი ბალახაძე