“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოჯანმრთელდა და ის “ვესტ ბრომვიჩთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ავრცელებს.
“ვან პერსი “ვესტ ბრომვიჩთან” გასამართი მატჩის განაცხადში იქნება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ითამაშებს. რობინი ვარჯიშობს და მას ყველაფერი რიგზე აქვს.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, ვან პერსიმ “მანჩესტერ სიტისთან” და “ლივერპულთან” მატჩები გამოტოვა.