ფეხბურთი

22:30 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" რუნი უკაპიტნებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანი გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია, კლუბის ახალმა მწვრთნელმა ლუის ვან გალმა დაადასტურა: "ჩემთვის კაპიტნის არჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. რუნიმ ყველაფრის მიმართ დიდებული დამოკიდებულება აჩვენა. ის იქნება შთაგონების წყარო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის".

მოგეხსენებათ, "მანჩესტერის" წინა კაპიტანი მილანის "ინტერში" გადასული ნემანია ვიდიჩი იყო. თავად უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ კაპიტნის სამკლაურით მოედანზე უდიდესი სიამაყით გავა: "ეს არის დიდი პატივი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ახლა უკვე დიდებული კლუბის კაპიტანი ვარ. დიდი მადლობა მწვრთნელს, ასეთი ნდობა რომ გამომიცხადა".

უეინ რუნი "წითელი ეშმაკების" მაისურით 2004 წლიდან ასპარეზობს. "მანჩესტერის” რიგებში 28 წლის ფეხბურთელმა 442 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 216 გოლი და 125 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიუეინ რუნი
0.13039