ფეხბურთი

14:25 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს" მესუთ იოზილის შეძენა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც დევიდ მოიესს “რეალის" შემტევი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის შეძენა სურს. მას შემდეგ, რაც მოიესმა “ევერტონის" ნახევარმცველი ფელაინი ვერ გადმოიბირა, ტექნიკური ფეხბურთელის დამატება სჭირდება. “მანჩესტერის” ახალ თავკაცს იმედი აქვს, რომ “ტოტენჰემი" ბეილს “რეალში" გაუშვებს და იოზილის გადაბირება გაუადვილდება.

მოგეხსენებათ, შოტლანდიელ მწვრთნელს ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ჩაუვარდა: “ბარსელონადან" სესკ ფაბრეგასის და ტიაგო ალკანტარას შეძენა სურდა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის სტარტს დაიწყებენ. ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ფეხბურთელს და იმედი მაქვს, მათთან კონტრაქტს გავაფორმებთ. მანჩესტერში 1 ივლისს მოვედი და რთულია მცირე დროში მნიშვნელოვანი გარიგებების განხორციელება", _ ავრცელებს მოიესის სიტყვებს ესპანური გამოცემა “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ მესუთ იოზილმა “რეალში" კარიერის ბოლომდე დარჩენა ისურვა, აქედან გამომდინარე, “მანჩესტერს" მისი შეძენა გაუჩირდება.

გიორგი ბალახაძე 

 

0.11209