ფეხბურთი

16:39 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” “ძველი გვარდია” უთავკაცებს

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” დევიდ მოიესის დათხოვნის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი კლუბის ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს რაიან გიგზი შეასრულებს და საჭიროების შემთხვევაში, მოედანზეც გავა. მის სამწვრთნელო შტაბში ყოფილი “მანჩესტერელები” – პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შევლენ. საგულისხმოა, რომ სქოულზს მოიესის გუნდში მუშაობა არ სურდა, მაგრამ გიგზის წინადადებაზე უარი არ თქვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, “მანჩესტერს” “ნორვიჩის”, “სანდერლენდის”, “ჰალისა” და “საუტჰემპტონის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

 

0.138705