კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა. Marca-ს ცნობით, ინგლისელები ჩილელის გადაბირებას იანვრის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.
ევროპული მედიასაშუალებები “კამპ ნოუდან” სანჩესის აბარგებას ზაფხულში წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ჩილელი ხერარდო მარტინოს გუნდში დარჩა. სამხრეთამერიკელმა ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო და “მანჩესტერის” ყურადღებაც უმალ მიიპყრო.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, სანჩესმა 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა.