ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის – სამი ხედირას შეძენას ეცდება. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” გერმანიის ეროვნული ნაკრების შუახაზელის შესაძენად 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყვეს.
ჯერჯერობით, მანჩესტერელები ხედირას შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. რამდენადაც ცნობილია, “ოლდ ტრაფორდის” ბინადრები მადრიდელთა შუახაზელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონშიც ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხედირა “რეალის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს.