ფეხბურთი

16:00 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ვალენსიასთან გაახანგრძლივა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა და გარემარბი ანტონიო ვალენსია ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. “სკაი სპორტსის” ცნობით, მხარეებმა 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

“მანჩესტერში” გატარებულ დროს ახდენილ ოცნებას ვუწოდებდი. პირველი ეკვადორელი ვარ, ვინც ინგლისის პრემიერლიგა მოიგო და ამით ვამაყობ. ახალი კონტრაქტით ბედნიერი ვარ და ლუის ვან გალთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. “მანჩესტერში” დიდი გუნდური სულისკვეთება იგრძნობა”, - განაცხადა სამხრეთამერიკელმა.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, ანტონიო ვალენსია ეკვადორის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.

0.115955