“მანჩესტერ იუნაიტედმა” 18 წლის მარცხენა მცველის, ლუკ შოუს ტრანსფერი დაადასტურა.
“წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “საუთჰემპტონის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 4+1 სისტემით გააფორმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, “მანჩესტერს” შოუს ტრანსფერი 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
ლუკ შოუ “საუთჰემპტონის” სკოლის აღზრდილია. “წმინდანების” მაისურით, პრემიერლიგაში, მან უკვე 60 თამაში ჩაატარა. შოუს, 3-ჯერ, ინგლისის ნაკრებშიც უთამაშია.