"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" აგვისტოს საუკეთესო გოლის ავტორი, უეინ რუნი გახდა.
პრემიერლიგის პირველ ტურში, "მანჩესტერმა" "სუონსისთან" "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 წააგო. 53-ე წუთზე, ინგლისელმა თავდამსხმელმა უელსელები აკრობატულ ნახტომში, მაკრატელათი გატანილი გოლით დაამწუხრა.
https://www.youtube.com/watch?v=FQS5uz7Qlpc
გიორგი ბალახაძე