“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მიუნხენის “ბაიერნისგან” ტომას მიულერის შეძენას ჯიუტად ცდილობს. “დეილი სტარის” ცნობით, ინგლისელები 24 წლის ნახევარმცველში 25 მილიონ გირვანქას იხდიან.
უკანასკნელი კვირებია, მანჩესტერელები მიულერის ტრანსფერზე მიუნხენელთა დაყოლიებას აქტიურად ცდილობენ. ჯერჯერობით, გერმანული გრანდი შემტევ ნახევარმცველს ვერ ელევა.
მანჩესტერელთათვის პრობლემა ისაა, რომ კლუბი ევროტურნირებს მიღმაა დარჩენილი. ამის გამო, “წითელ ეშმაკებს” ვარსკვლავების დაყოლიება უჭირთ.