ფეხბურთი

12:25 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” კერიკი დაკარგა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი შუახაზელი მაიკლ კერიკი ვარჯიშზე დაშავდა და ხანგრძლივი პერიოდის ლაზარეთში გატარება მოუწევს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, ინგლისელმა ტერფი დაიზიანა საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დაასრულა. უახლოეს პერიოდში, კერიკს ოპერაცია ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების ვადებიც ცნობილი გახდება.

ექიმების წინასწარი პროგნოზით, კერიკი მოედანს მიღმა 3 თვეს გაატარებს.

 

0.124661