ფეხბურთი

13:56 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” იოზილზე უარი თქვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დევიდ მოიესმა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონის უკანასკნელ დღეს, მესუთ იოზილის ტრანსფერზე უარი განაცხადა. Daily Mail-ის ცნობით, “წითელ ეშმაკებს” გერმანელის გადაბირება მას შემდეგაც შეეძლოთ, რაც ნახევარმცველმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ხსენებული წყარო ირწმუნება, რომ თავად იოზილს “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგება ერჩივნა, მაგრამ მანჩესტერელთაგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია. მოიესმა მიიჩნია, რომ მის გუნდს სხვა სტილის ფეხბურთელი სჭირდებოდა და “ევერტონისგან” მარუან ფელაინი შეიძინა.

რამდენადაც ცნობილია, ზამთარში, მოიესი ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

 

0.112162