ფეხბურთი

23:41 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” “ფულემს” ვერ მოუგო

“ტოტენჰემისა” და “ევერტონის” დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ორივე გუნდი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და ცხადია, ერთმანეთს არაფერს დაუთმობდნენ. ჯამში, შინაურმა კედლებმა ლონდონელებს კეთილი სამსახური გაუწია.

ასეც რომ არ იყოს, ტიმ შერვუდის შეგირდები ალბათ უფრო მეტად იმსახურებდენენ გამარჯვებას. თუმცა პირველ ტაიმში სტუმრებიც ყოჩაღობდნენ და ლორისს რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა.ერთადერთი გოლი ემანუელ ადებაიორმა გაიტანა 65-ე წუთზე, შედეგად “ტოტენჰემმა” “ევერტონს” ცხრილში ადგილი გაუცვალა და მეხუთე საფეხურზე დადგა.

“მანჩესტერმა” ისევ ვერ მოიგო. არა, კვლავ მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ყოველ ტურში უმცირდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსვედრის შანსი. აბა, ვისთან უნდა აეღოთ სამი ქულა, თუ არა პრემიერლიგის ბოლოადგილოსანთან, მაგრამ რენე მელენსტეენის შეგირდები სხვაგვარად ფიქრობდნენ. გულით ითამაშეს, ხასიათი გამოავლინეს და “ოლდ ტრეფორდიდან” ქულა წაიღეს.

“ვფიქრობ, დღეს გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ ისევ სულ ცოტა დაგვაკლდა.” – თქვა შემდეგ მანჩესტერელთა დამრიგებელმა დევიდ მოიესმა

ტოტენჰემი – ევერტონი 1:0 (0:0)

ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 944

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, როუზი, უოლკერი, ლენონი (დეფო 85), დემბელე, პაულინიო (კაპუე 68), ერიკსენი (თაუნსენდი 59), ბენტალები, ადებაიორი.

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი.

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი (ბარკლი 64), ბერი, ოსმანი (მაკგიდი 73), კოულმენი, მაკარტი, ნეისმიტი (დელოფეუ 73), მირალასი.

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.

გოლი: 1:0 ადებაიორი (65).

გაფრთხილება: დემბელე (87).

მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 3(6)-3(4), ჯარიმა: 10-12, კუთხური: 9-7, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-1

 

მანჩესტერი – ფულემი 2:2 (0:1)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 74 966

მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი (ვალენსია 69), სმოლინგი, კერიკი, იანგი (ერნანდესი 69), ფლეტჩერი (იანუზაი 62), ვან პერსი, რუნი, მატა.

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

ფულემი: სტეკელენბურგი, ჰეიტინგა, რიისე, რითერი, ბერნი, სიდუელი, რიჩარდსონი, კვისტი (ლარნერ კოული 80), ჰოლტბი, ტანიკლიფი (პარკერი 65), ტანკოვიჩი (ბენტი 46).

მწვრთნელი: რენე მელენსტენი.

გოლები: 0:1 სიდუელი (19), 1:1 ვან პერსი (78), 2:1 კერიკი (80), 2:2 ბენტი (90+4).

გაფრთხილება: არ ყოფილა.

მსაჯი: კევინ ფრენდი.

ბურთის ფლობა: 72%- 28%, დარტყმა: 3(9)-0(2), ჯარიმა: 3-6, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 5-0, სეივი: 1-7

მეგოლეები: 23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”), 15 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”), 12 – იაია ტურე (3, “სიტი”), ედენ აზარი (2, “ჩელსი”).

0.156739