“მანჩესტერ იუნაიტედი” ხელმძღვანელობამ გუნდის ფრანგ მცველ პატრის ევრას ახალი, სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.
Sky Italia-ს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და შეთანხმების გახანგრძლივების სურვილი თავადაც გამოთქვა.
ევრა “მანჩესტერში” 2006 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა.