ინგლისის თასის განვლილ მატჩში “რედინგის” წინააღმდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა მცველმა ფილ ჯონსმა ტერფი დაიზიანა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის სიმძიმის დასადგენად ფეხბურთელმა სრულფასოვანი შემოწმება დღეს უნდა გაიაროს, BBC-ის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ შაბათს “ქუინზ პარკ რეინჯერსის” წინააღმდეგ ჯონსი ვერ ითამაშებს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ჯონსი მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.