ფეხბურთი

14:31 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერის” უკანასკნელი წინადადება: 40 მილიონი სესკის სანაცვლოდ

 

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის – სესკ ფაბრეგასის შეძენას კიდევ ერთხელ სცდის. Mirror-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” უკანასკნელი წინადადება 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 26 წლის ესპანელმა მანჩესტერელებს პასუხი უახლოესი 4 დღის განმავლობაში უნდა შეუთვალოს. არაა გამორიცხული, უარის შემთხვევაში, “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა სატრანსფერო სეზონის უკანასკნელ დღეებში სხვა ნახევარმცველის ტრანსფერი გაჩარხონ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” ფაბრეგასის შეძენას მთელი ზაფხულია ცდილობს. კატალონიელებმა ინგლისელების რამდენიმე წინადადება უკვე უარყვეს.

0.106168