ფეხბურთი

14:48 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერის” უკანასკნელი შეთავაზება “ევერტონს”

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” მარუან ფელაინისა და ლეიტონ ბეინსის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს. ამის შესახებ Mirror-ი იუწყება.

თუკი მერსისაიდელები კვლავ უარს იტყვიან, მანჩესტერელები ბეინსს შეეშვებიან და მხოლოდ ფელაინის შესაძენად იბრძოლებენ. ჯერჯერობით, ლივერპულელები პასუხს არ ჩქარობენ.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონმა” “მანჩესტერისგან” 28 მილიონ გირვანქა სტერლინგიანი წინადადება უკვე უარყო და თავისი ლიდერები არ დათმო.

 

0.122506