ინგლისელი მეკარე ჯეკ კრომპტონი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” კარს 1945-1956 წლებში იცავდა და შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, კრომპტონმა მანჩესტერელთა მაისურით 212 მატჩი ჩაატარა. მან ინგლისის პრემიერლიგა 2-ჯერ (1947-1948 და 1951-1952), ინგლისის თასი კი, ერთხელ (1948) მოიგო.
1958-1962 წლებში, კრომპტონი “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის – მეტ ბასბის ასისტენტად მუშაობდა და გუნდს მიუნხენის საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარებოდა. 1974-1981 წლებში, კრომპტონი “წითელი ეშმაკების” ჭაბუკთა გუნდებს ხელმძღვანელობდა.