ფეხბურთი

19:30 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ზაას გაანათხოვრებს

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველ უილფრიდ ზაას გაანათხოვრებს. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.

როგორც ირკვევა, ტრავმირებული ეშლი იანგის აღდგენითი პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. “წითელი ეშმაკების” თავკაც დევიდ მოიესს ეს ფაქტი აიმედებს და ზაას იჯარით გაშვებაც ამიტომ გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ეშლი იანგთან ერთად, “მანჩესტერის” ლაზარეთს უახლოეს პერიოდში დატოვებენ მარუან ფელაინი და ფილ ჯონსი.

 

0.119138