ფეხბურთი

9:45 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ვილიამ კარვალიუში 25 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ლისაბონის “სპორტინგთან” ვილიამ კარვალიუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკები” 21 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. ლისაბონელებს ახალგაზრდა შემტევის გაშვება 29 მილიონზე ნაკლებ ფასად არ უღირთ.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ კარვალიუ იქნება.

 

0.117907