“მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერის – არტურო ვიდალის შეძენას აქტიურად ცდილობს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
27 წლის ჩილელის ტრანსფერის ინიციატორი “წითელი ეშმაკების” დამრიგებელი ლუი ვან გალია, რომელსაც მანჩესტერელთა ნახევარდაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურს. თავის მხრივ, “იუვენტუსი” სამხრეთამერიკელ შუახაზელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, ვიდალმა ტურინელთა მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლსა და 7 საგოლე პასს მოუყარა თავი.