“მანჩესტერ იუნაიტედმა” ტურინის “იუვენტუსთან” არტურო ვიდალის ტრანსფერი შეათანხმა, მაგრამ ჩილელის სანაცვლოდ, საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს. აპენინური მედიის ცნობით, “ბებერი სინიორას” ერთ-ერთი ლიდერი “წითელი ეშმაკების” მაისურს უახლოეს პერიოდში მოირგებს.
როგორც ირკვევა, “მანჩესტერი” “იუვენტუსს” 80 მილიონი დოლარის გადახდაზე შეუთანხმდა. ნისლიან ალბიონზე, ჩილელი წელიწადში 18 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
კონკრეტული წლები არ ხმაურდება, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ვიდალი “მანჩესტერთან” ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს.