ფეხბურთი

12:29 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ტრანსფერებზე 150 მილიონს დახარჯავს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამწვრთნელო შტაბი ლუის ვან გაალის მეთაურობით ძალზე აქტიური იქნება. Guardian-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” ახალი ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავენ.

როგორც ირკვევა, მანჩესტერელები მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველებს – ტონი კროოსსა და არიენ რობენს უმიზნებენ. ამის შემდეგ, ინგლისელები “დორტმუნდის” მცველ მატს ჰუმელსზე გადაერთვებიან. სატრანსფერო სიაში მეოთხე “საუტჰემპტონის” უკანახაზელი ლუკ შოუა. “მანჩესტერი” ხსენებულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობამ ვან გაალს მიზნად ინგლისის ჩემპიონობა დაუსახა.

 

0.115581