დღე არ გავა ბრიტანულმა გამოცემებმა ლუკ შოუს შესახებ ახალი ინფორმაცია არ გაავრცელონ. skysport-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველის ტრანსფერზე შეუთანხმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" შოუს სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქას გადაიხდიან და ფეხბურთელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა აკლია. მხარეებს შორის კონტრაქტი კი უახლოეს მომავალში გაფორმდება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "საუთჰემპტონის" ახალმა თავკაცმა რონალდ კუმანმა, ლუკ შოუ 40 მილიონ გირვანქად შეაფასა.
მანჩესტერელები 19 წლის მცველს პატრის ევრას შემცვლელად მოიაზრებენ. ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გაახანგრძლივა.
გიორგი ბალახაძე