როგორც ჩანს, მანჩესტერ "იუნაიტედი" შემდეგი სეზონისთვის გუნდის განახლებას აქტიურად შეუდგა. Daily Mail-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" "საუთჰემპტონიდან" მცველ ლუკ შოუს და ნახევარმცველ ადამ ლალანას გადაბირებას შეეცდებიან. მანჩესტერელები 18 წლის ფეხბურთელში 37-ს, ხოლო 25 წლის ლალანაში 31 მილიონ ევროს გადახდას აპირებენ, საერთო ჯამში 68 მილიონი ევრო.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო და ყველაფერი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე გადაწყდება. აგრეთვე ირკვევა, რომ რაიან გიგზი, როგორც დროებითი მწვრთნელი, ამ ტრანსფერებზე გავლენას ვერ მოახდენს.
გიორგი ბალახაძე