ფეხბურთი

18:02 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” როხოს შეძენას შეეცდება

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “სპორტინგის” არგენტინელი მცველის, მარკოს როხოს შეძენას შეეცდება. ამ ინფორმაციას პორტუგალიური O Jogo ავრცელებს.

ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ლუი ვან გაალის განკარგულებაში მხოლოდ 3 ცენტრალური მცველია და ბუნებრივია, ჰოლანდიელ სპეციალისტს უკნახაზელის დამატება სურს. პორტუგალიური პრესის ცნობით, “მანჩესტერმა” თვალი 24 წლის არგენტინელს, მარკოს როხოს დაადგა, რომელსაც თამაში დაცვის ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე შეუძლია.

პრობლემას ის ქმნის, რომ “სპორტინგს” როხოს სატრანსფერო უფლებების მხოლოდ 25% ეკუთვნის და პორტუგალიელები 20 მილიონს ითხოვენ.

0.118908