ფეხბურთი

14:36 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” პიანიჩში 30 მილიონს იხდის

 

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზადაა, იტალიურ “რომას” ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. მედიაში 2013 წლის ზაფხულშიც არაერთხელ დაიწრა, რომ 23 წლის ფეხბურთელი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებდა, მაგრამ ის “რომაში” დარჩა.

პიანიჩმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის საწყის რვა მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას “ძუ მგლებთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. იტალიელებმა ის 2011 წელს ფრანგული “ლიონიდან” 11 მილიონ ევროდ შეიძინეს.

0.115187