“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ლუის ვან გაალი, ახალი კლუბის რიგებში, ჯერაც თავის პირველ გამარჯვებას ელის.
“წითელი ეშმაკები” ამჯერად უქულოდ არ დარჩენილან, თუმცა “სანდერლენდთან” ფრე ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება.
შეხვედრა უფრო აქტიურად “შავმა კატებმა” დაიწყეს და დე ხეას კარს ენერგიულად უტევდნენ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ხუან მატამ გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ და მალევე მოახერხეს გათანაბრება. 30-ე წუთზე თავი ჯეკ როდუელმა გამოიჩინა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
უდანაკარგო სვლას განაგრძობს ლონდონის “ტოტენჰემი”. თუ პირველ ტურში ლონდონელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, ამჯერად “დეზებმა” მეტოქისგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს და ქპრ ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურეს.
ანგარიში ჩადლიმ გახსნა მე-12 წუთზე. ამის შემდეგაც არაფერი შეცვლილა და “მამლებმა” კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა, რასაც 30-ე წუთზე დაიერის გოლი მოჰყვა. ახალგაზრდა მცველმა მეორე მატჩში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა, რაც მცველისთვის იდეალური შედეგია. 37-ე წუთზე კი, ნასერ ჩადლიმ დუბლი გაიფორმა.
მეორე ტაიმიც ანალოგიურად წარიმართა. ქპრ მეტოქეს ვერანაირ წინააღმდეგობას უწევდა. 65-ე წუთზე ემანუელ ადებაიორმაც მოახერხა თავისი გოლის გატანა და ქპრ-ს კუბოს უკანასკნელი ლურსმანი დააჭედა 4:0.
თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლული იყო “ჰალი”, რომელსაც ჩესტერი გაუძევეს მე-14 წუთზე. მიუხედავად ამისა, 42-ე წუთზე ნიკიცა იელავიჩმა “ვეფხვები” დააწინაურა.
მასპინძლებს მეორე გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ, 84-ე წუთზე “სტოკს” ქულა რაიან შოუკროსმა გადაურჩინა 1:1.
ტოტენჰემი – ქპრ 4:0 (3:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი: ლორისი, ქაბული, ვერტონგენი, დაიერი, როუზი, ბენტალები (დემბელე 59), კაპუე, ჩადლი (კეინი 69), ერიკსენი, ლამელა, ადებაიორი (სოლდადო 80).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.
ქპრ: გრინი, დანი (ონიოჰა 46), ფერდინანდი, კოლკერი, ბარტონი, ფერი (ფორლინი 68), ისლა, ტრაორე, რემი, ფილიპსი (ზამორა 74).
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი.
გოლები:1:0;3:0 ჩადლი (12;37), 2:0 დაიერი (30), 4:0 ადებაიორი (65).
გაფრთხილება: ფერი.
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 18(5)-9(1), ჯარიმა: 12-6, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-1.
ჰალი – სტოკი 1:1 (1:0)
ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”
ჰალი: მაკგრეგორი, ჩესტერი, მაკშეინი, დევისი, ქუინი (მეილერი 76), რობერტსონი, ელმოჰამედი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ინსი (როსენიორი 56), იელავიჩი (ბოიდი 81).
მწვრთნელი:სტივ ბრიუსი.
სტოკი: ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ველანი (კრკიჩი 41), სიდუელი (ადამი 65), ნ’ზონზი, არნაუტოვიჩი (კრაუჩი 55), ოდემვინგე, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი.
გოლები: 1:0 იელავიჩი (42), 1:1 შოუკროსი (84).
გაფრთხილებები: რობერტსონი, დიუფი, ბერდსლი, კრკიჩი.
გაძევება: ჩესტერი 14.
მსაჯი: ჯონათან მოსი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა:9(2)-19(3), ჯარიმა: 10-10, კუთხური:4-5, თამაშგარე:0-2, სეივი: 2-1.
სანდერლენდი – მანჩესტერი 1:1 (1:1)
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ოში, ვან აანჰოლტი, ვერჯინი, კატერმოლი, როდუელი (ხორდი გომესი 63), ვიკჰემი, ლარსონი, ბაკლი (ბრიდკუტი 79), ს.ფლეტჩერი (ალტიდორი 77).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი.
მანჩესტერი: დე ხეა, ბლეკეტი, სმოლინგი (კეინი 44), ჯონსი, იანგი, კლევერლი, ფლეტჩერი (იანუზაი 63), ვალენსია, მატა, რუნი, ვან პერსი (უელბეკი 63).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი.
გოლები: 0:1 მატა (17), 1:1 როდუელი (30).
გაფრთხილებები: იანგი, კლევერლი.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11(3)-10(3), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-2.
ირაკლი ალიმბარაშვილი