ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედს” ფლორენციის “ფიორენტინადან” ხუან კუადრადოს შეძენა უნდა. გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, მანჩესტერელები იტალიელებს 26 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ 32 მილიონ გირვანქას შესთავაზებენ.
კუადრადო “ფიორენტინაში” 2012 წლიდან გამოდის და “იების” შემადგენლობაში ჩატარებულ 83 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო და ოთხი საგოლე პასი მიითვალა.