ფეხბურთი

16:27 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” კავანისთვის რუნისაც შეელევა

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანი იქნება. იტალიური მედიის ცნობით, “წითელ ეშმაკებს” 27 წლის ურუგვაელის შესაძენად 70 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი.

მანჩესტერელებს კავანის ტრანსფერისთვის კიდევ ერთი გეგმა აქვთ. ინგლისელები მზად არიან, უეინ რუნის შეელიონ და თავდამსხმელს გარკვეული თანხაც დაამატონ.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კავანიმ 30 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.

0.119189