ფეხბურთი

11:01 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” იანგის გაყიდვას აპირებს

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ეშლი იანგის გაყიდვას და ამ გზით ხარჯების შემცირებას აპირებს.

28 წლის ფეხბურთელი “წითელმა ეშმაკებმა” “ასტონ ვილადან” 17 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ 2011 წელს შეიძინეს. მან კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო ფორმა დაკარგა და გუნდისათვის გამოუსადეგარი გახდა.

იანგი ანაზღაურების სახით კვირაში 110 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს, ამას ემატება სხვადასხვა სახის პრემიები და სწორედ ესაა მასთან განშორების მოტივი.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, მოედანზე ის სულ ოთხ თამაშში გამოჩნდა და ჯამში 205 წუთი ითამაშა. 22 სექტემბერს “მანჩესტერ სიტისთან” 1:4 განადგურების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მას აღარ ენდობა და მისი გასხვისება აქვს გადაწყვეტილი.

0.118461