ფეხბურთი

21:20 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ფელაინის მიუბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველის ძებნას განაგრძობს. ბოლო ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” “ევერტონის” 25 წლის შუახაზელის, მარუან ფელაინის შეძენას გეგმავენ.

ფელაინით “მანჩესტერის” დაინტერესების შესახებ აქამდეც დაწერილა. შემდეგ, ინგლისის ჩემპიონებმა “ბარსელონადან” ტიაგო ალკანტარას გადაბირება მოინდომეს, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელმა “ბაიერნი” აირჩია. მოგვიანებით, დევიდ მოიესმა სესკ ფაბრეგასი ისურვა, მაგრამ როგორც ჩანს, ინგლისელები მიზანს ვერც ამ მიმართულებით მიაღწევენ.

Goal-ის ცნობით, “მანჩსეტერი” მარუან ფელაინის მიუბრუნდა და “წითელი ეშმაკები” “ევერტონს” ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ. 1 აგვისტომდე, ბელგიელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა და აქედან გამომდინარე, “იუნაიტედს” სიჩქარე მართებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერში” გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ფელაინი უნდა იყოს. ამ გუნდს ხომ “ევერტონის” ყოფილი დამრიგებელი დევიდ მოიესი წვრთნის.

0.11728