“მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის – სესკ ფაბრეგასის შეძენას ჯიუტად ცდილობს. BBC-ის ცნობით, უახლოეს პერიოდში, ინგლისელები ესპანელებს რიგით მე-3 სატრანსფერო წინადადებით მიმართავენ.
კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ მანჩესტერელები ფაბრეგასისთვის აღარ იბრძვიან, მაგრამ როგორც ჩანს, საქმე არცთუ მარტივადაა.
სავარაუდოდ, “მანჩესტერი” “ბარსელონას” ნახევარმცველის სანაცლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს. უკანასკნელად, ესპანელებმა ინგლისელების 35 მილიონი გირვანქა სტერლინგ იუარეს.