ფეხბურთი

19:25 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ფაბიოს “კარდიფში” გაანათხოვრებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ფაბიო და სილვა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით “კარდიფში” იასპარეზებს. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელმა ფლანგელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ფაბიო “დრაკონებში” ივნისამდე ითამაშებს და არაა გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერმა” ბრაზილიელი გაყიდოს კიდეც.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ფაბიომ მანჩესტერელთა შემადგენლობაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და თავი გოლით გამოიჩინა.

 

0.120901