ფეხბურთი

12:13 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ერერას მიუბრუნდა

 

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბილბაოს” ნახევარმცველის ანდერ ერერას შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

24 წლის ესპანელის ტრანსფერით თავად “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესია დაინტერესებული. შოტლანდიელ სპეციალისტს ნახევარდაცვის ხაზში არსებული სუსტი ზონების ამოვსება სურს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” ერერას ტრანსფერზე ზაფხულშიც მუშაობდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. ბასკებმა ნახევარმცველი 36 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმეს.

0.116902