ფეხბურთი

18:45 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" დი მარიაში 50 მილიონს იხდის

 

ესპანური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, მადრიდის "რეალის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევ ანხელ დი მარიაში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" არგენტინელ ფეხბურთელს 50 მილიონად შეელევა, შესაბამისად ინგლისური კლუბი ესპანელთა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, 26 წლის ფეხბურთელმა შვეიცარიის წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა და "ალბისელესტე" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

გასულ სეზონში დი მარიას შესაშური შედეგი ჰქონდა საგოლე გადაცემებთან მიმართებაში _ არგენტინელმა 52 მატჩში 26 პასი გააკეთა და 11 გოლის ავტორიც გახდა.

გიორგი ბალახაძე

0.118964