იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "აიაქსის" ჰოლანდიელი მცველით დალეი ბლინდით დაინტერესდა.
24 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "მილანი" და "რომაც" იჩენენ. დალეი ლუის ვან გალის ასისტენტის დანი ბლინდის ვაჟიშვილია, რომელიც "აიაქსში" 13 წელი თამაშობდა.
დალეი ბლინდი ჰოლანდიელთა თავკაცმა მუნდიალისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ჰოლანდიელმა გასულ სეზონში ერედივიზიონში 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.
გიორგი ბალახაძე