ფეხბურთი

12:47 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ბეინსისა და ფელაინისთვის ახალ წინადადებას ამზადებს

მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულის “ევერტონისგან” ლეიტონ ბეინსისა და მარუან ფელაინის ტრანსფერთან დაკავშირებით უარი მიიღო, ინგლისის ჩემპიონი სატრანსფერო მიზნის განხორციელებას მაინც ეცდება, ოღონდ, ამჯერად წინადადებას ორივე მოთამაშეზე ერთდროულად კი არა, ცალ-ცალკე ამზადებს.

“წუთელი ეშმაკები” ფეხბურთელთა დუეტისთვის 28 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას რომ აპირებდნენ, ლივერპულელებმა ამ შეთავაზებას სასაცილო უწოდეს. მაგრამ დევიდ მოიესი დანებებას არ აპირებს და ყოფილი შეგირდების გადაბირების მცდელობას აგრძელებს.

The Guardian-ის ცნობით, უახლოეს დღეებში მანჩესტერელები “ევერტონს” გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ და ამასთან, მოთამაშეთა სათითაოდ შეძენას ეცდებიან. ბეინსთან დაკავშურებით ინფორმაცია არ ვრცელდება, ბელგიელი ფელაინის სანაცვლოდ კი, “მანჩესტერი” 23,5 მილიონის გადახდას გეგმავს.

“ევერტონმა” უკვე დაიწყო 25 წლის ნახევარმცველის შემცვლელის ძიება. მერსისაიდელებმა თვალი “უიგანის” მოთამაშე ჯეიმს მაკკარტის დაადგეს.

 

0.115038